ფეხბურთი

2:37 | 24.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"კამპ ნოუ" მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გახდება

კატალონიის „ბარსელონას“ სტადიონი „კამპ ნოუ“ მასობრივი ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთდება. ინფორმაცია „ბლაუგრანას“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და ჯანდაცვის მინისტრი ალბა ვერგასი შეთანხმდნენ და ახლა დაიწყებენ გეგმაზე მუშაობას, რის შედეგადაც სტადიონი ვაქცინაციის ცენტრად იქცევა.

„კამპ ნოუ“ დაემატება ვაქცინაციის იმ ექვს მოქმედ პუნქტს, რომელიც კატალონიაში უკვე ფუნქციონირებს. სამინისტროს თანახმად, უმოკლეს დროში მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია მთავარი მიზანია.

აქვე გეტყვით, რომ კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე გულშემატკივრები თამაშებს ვერ ესწრებიან, რამაც სტადიონები ვაქცინაციის პროცესში ეფექტურ და ადვილად ხელმისაწვდომ ადგილად აქცია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118039