ფეხბურთი

18:50 | 23.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც გვინდა და გულშემატკივარს გავახარებთ"

საქართველოს ნაკრები შვედეთში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველ შეხვედრას გამართავს. მატჩამდე "ჯვაროსნების" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა.

ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია სწრაფად გაიარა და გამოჯანმრთელდა. როგორც მან თქვა, იმედი აქვს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ფეხბურთელებს სურთ და გულშემატკივრებს გაახარებენ.

"ძალიან მიხარია, რომ გუნდთან ერთად ვარ. ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია შედარებით სწრაფად გავიარე. რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპს და კალენდარს, რთულ ჯგუფში მოვხვდით და ამასთან ერთად საკმაოდ რთული კალენდარიც გვაქვს, ექვს დღეში სამი თამაშის ჩატარება გვიწევს. მიუხედავად ყველაფრისა, პირველი თამაშიდანვე ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვთვლი, რომ პირველ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითამაშებთ და რა შედეგით დასრულდება შეხვედრა. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვსურს და ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ.

ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამასთან ერთად უახლოეს მატჩებში თამაშის შანსი რამდენიმე დებიუტანტს ექნება. სასიხარულოა, რომ ეროვნულ გუნდში თამაშის საშუალება ბევრ მოთამაშეს ეძლევა. რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს, მას დღეს შევხვდით და გავიცანით, მსურს, რომ წარმატება ვუსურვო. იმედი მაქვს, რომ მისი კარიერა საქართველოს ნაკრებში წარმატებული იქნება", - უთხრა სფფ-ის პრესსამსახურს ოთარმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები შვედეთის ნაკრებს 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდს 28 და 31 მარტს, ესპანეთთან და საბერძნეთთან მატჩებიც ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11836