სხვა

17:59 | 23.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ნაკრების ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი კორონავირუსზე ვაქცინით აიცრა

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი და ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი “ასტრაზენეკას” ვაქცინით COVID 19-ზე აიცრა.

ზურაბ კახაბრიშვილი გახდა პირველი წარმომადგენელი ქართული სპორტიდან, ვინც კოვიდ ვაქცინა ჩაიტარა და მის მოქმედებას საკუთარ თავზე უშუალოდ დააკვირდება. როგორც ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი აღნიშნავს, მისი გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ სპორტსმენების ნაწილს აქვს გარკვეული შიში ვაქცინაციასთან დაკავშირებით და ის პირად გამოცდილებას გაუზიარებს ყველა მწვრთნელს, სპორტსმენსა და მედიკოსს.

ზურაბ კახაბრიშვილს კოვიდ ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით ჩაუტარდა. ვაქცინის გაკეთებიდან 45 წუთის განმავლობაში, სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინაციის შემდეგ, ზურაბ კახაბრიშვილი თავს შესანიშნავად გრძნობდა და არ გამოხატულა არავითარი ცვლილება მის ორგანიზმში.

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11656