ფეხბურთი

16:52 | 23.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთი - საქართველოს ფრანგი მსაჯები განსჯიან

შვედეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს ფრანგები იმსაჯებენ. უეფას ვებგვერდის ინფორმაციით, მთავარი არბიტრი 37 წლის ბენუა ბასტიენი იქნება.

მას ორელინ ბერტიმუ და ჰიჩამ ზაქრანი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯი ბენუა მილო გახლავთ. ბასტიენს საქართველოს ნაკრებთან ან ქართულ კლუბებთან აქამდე შეხება არ ჰქონია, ხოლო შვედეთის ნაკრების მატჩი კარიერაში ერთხელ იმსაჯა (2018 წელს რუსეთთან, 2:0 სკანდინავიელთა სასარგებლოდ).

ბენუა ბასტიენი სისტემატურად მუშაობს, ლიგა 1-ის, ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის მატჩებსა და სანაკრებო შეხვედრებზე. ბოლოს მან ორი დღის წინ ლიგა 1-ში „დიჟონი“ – „რემსის“ დაპირისპირებაში იმუშავა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთისა და საქართველოს მატჩი 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109418