ფეხბურთი

11:24 | 23.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი საუთგეიტს არ დაეთანხმა

„რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ ეთანხმება ინგლისის ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს, „ლივერპულის“ მარჯვენა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ეროვნულ გუნდში არგამოძახების თაობაზე.

„ერთი შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ - ყოველთვის ვიქნები ტრენტის ქომაგი. საუთგიეტი იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ მას არ ვეთანხმები. ვფიქრობ, დღეს ტრენტი საუკეთესო მარჯვენა მცველია ინგლისში.

ერთი რამ მოთამაშეობისას შევითვისე. ყველა მატჩს უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარებ. შედეგად, შენს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება და სწორედ ამ დროს გჭირდება მწვრთნელის თანადგომა და ყურადღება, ამიტომ ცოტა გამიკვირდა, როცა ტრენტის გვარი სიაში ვერ ამოვიკითხე. თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩემს აზრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.“ - ციტირებს ჯერარდის სიტყვებს The Athletic.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121005