კალათბურთი

23:22 | 22.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 18 ქულა VTB ლიგაში

მოსკოვის ცსკა VTB ლიგაში „კალევს“ სტუმრად დაუპირისპირდა და პრობლემების გარეშე 94:72 დაამარცხა, ხოლო თორნიკე შენგელიამ ამ გამარჯვებში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 19:25 წუთში 18 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრადა 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და მოსკოველთა რიგებში საუკეთესო იყო.

ცსკა-ს VTB ლიგაში 14 გამარჯვების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას კი 27 მარტს, შინ ყაზანის „უნიქსთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111742