ფეხბურთი

16:20 | 22.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

22 წლის ასაკში და 142 მატჩში: მბაპეს 100 გოლი ლიგა 1-ში

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ საფრანგეთის ლიგა 1-ში საიუბილეო, მე-100 გოლი გაიტანა. ფრანგმა შემტევმა ამის გაკეთება 22 წლის ასაკში მოასწრო, რაც ცხადია, ფენომენალური შედეგია.

მბაპეს 100 გოლის გასატანად მხოლოდ 142 მატჩის ჩატარება დასჭირდება და მისი შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოჩნდება, თუ გეტყვით, რომ პლუს 35 საგოლე პასიც მითითვალა.

მბაპეს ხსენებული 100 გოლიდან 84 პსჟ-ს მაისურით აქვს გატანილი, ხოლო 16-ჯერ თავი „მონაკოში“ გამოიჩინა.

ლიგა 1-ში ბოლო ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ კონკურენტი „ლიონი“ სტუმრად 4:2 დაამარცხა და მბაპემ დუბლი შესრულება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115277