ფეხბურთი

15:43 | 22.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო გერმანული გუნდის მწვრთნელი გახდება

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ჩაბი ალონსო დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში „გლადბახის“ მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება.

გერმანულ კლუბს ამჟამად მარკო როზე ავარჯიშებს, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ ის ზაფხულში გუნდს დატოვებს და „დორტმუნდს“ ჩიაბარაბეს. გარდა ამისა, „ბორუსიას“ ბოლო პერიოდში წარუმატებელი შედეგები აქვს, რამაც როზეს სკამი ისედაც შეარწყია.

ჩაბი ალონსო ამჟამად „სოსიედადის“ ახალგაზრდულ გუნდში მუშაობს, რომელთანაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. ესპანელს გერმანიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, როდესაც მიუნხენის „ბაიერნში“ ირჯებოდა და ბუნდესლიგას ძალიან კარგად იცნობს.

მის მიერ გაწვრთნილმა „სოსიედადმა“ სეგუნდა B დივიზიონში მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 44 ქულის მოპოვება შეძლო და მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116135