ფეხბურთი

14:39 | 22.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "ყველაფერი კონტროლის ქვეშაა"

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება საჩქარო არ არის და ყველაფერს აკონტროლებს. მან კომენტარი შვედეთის ნარებში დაბრუნებაზეც გააკეთა.

„ასაკზე ნუ ვისაუბრებთ, თავს ახალგაზრდად ვგრძნობ, ამას ყოველთვის ვამბობდი. ახალი კონტრაქტი? პაოლო ჩემზე ზეწოლას ახდენს, სურს დაინახოს თუ რას ვაკეთებ მოედანზე, უნდა დავამტკიცო, რომ ახალ კონტრაქტს ვიმსახურებ. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, ვსაუბრობთ და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ვნახოთ რა მოხდება, არ ვჩქარობთ.

ნაკრებში დაბრუნება? ზოგისთვის ახლა შესვენებაა, ზოგისთვის - არა. ჩემი სურვილი იყო ნაკრებში თამაში გამეგრძელებინა და ბედნიერი ვყოფილიყავი. ნაკრებში 4-5 წლის შემდეგ ვითამაშებ. მწვრთნელი მილანში იყო ჩამოსული, ვისაუბრეთ, გულწრფელები ვიყავით და შემდეგ მან გამომიძახა“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სეზონში 15 გოლი გაიტანა. ზლატანი დღეს შვედეთის ნაკრებს შეუერთდა და 25 მარტს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.111203