კალათბურთი

23:50 | 21.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე "ინდიანას" 2 ქულით, 3 მოხსნით და 2 დაფარებით დაეხმარა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „მაიამი ჰიტს“ ესტუმრა და ისევ დაამარცხა. ისევ იმიტომ, რომ ორი დღის წინაც მაიამიში მოიგო. „პეისერსი“ უკეთ ირჯებოდა და მატჩის ბოლოს დიდი უპირატესობა რომ არ გაეფლანგა, უფრო ადვილად მოიგებდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ოვერტაიმში გადაწყდა, რომელშიც ინდიანაპოლისელებმა 109:106 იმარჯვეს.

გოგა ბითაძემ წინა მატჩისგან განსხვავებით (18 წუთი) ამჯერად პარკეტზე 09:20 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 2 ქულით, 3 მოხსნით და 2 დაფარებით დაეხმარა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

„ინდიანაში“ საუკეთესო დომანტას საბონისი იყო 17 ქულით და 11 მოხსნით, მაილს ტერნერმა 16 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, ხოლო მალკოლმ ბროგდონის ანგარიშზე 12 ქულა, 6 მოხსნა და 10 პასია. „მაიამიში“ 29 ქულით და 10 მოხსნით ბემ ადებაიო იყო გამორჩეული.

„ინდიანა პეისერსი“ 19 გამარჯვებით და 22 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 23 მარტს „მილუოკი ბაქსთან“ სტუმრად გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112367