სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:38 | 21.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გუნდები და ფეხბურთელები - "ბაიერნი" და ლევანდოვსკი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

არსებობენ გუნდები და არსებობს მიუნხენის „ბაიერნი“. ალბათ, წლები რომ გავა, ჰანსი ფლიკის შემოქმედებაზე უფრო მეტი დაიწერება, უფრო მეტი ანალიზი და შესაძლოა, წიგნებიც გამოიცეს და ფილმებიც გადაიღონ.

რა თქმა უნდა, „შტუტგარტი“ არაფრის და მითუმეტეს, „ბაიერნის“ საზომად არ გამოდგება, მაგრამ „რეკორდმაისტერში“ არის რაღაც ისეთი, რასაც ჯერ ვერცერთმა გუნდმა ვერაფერი მოუხერხა. არადა, ფლიკის გუნდში მოსვლამდე, იგივე ფეხბურთელებით მიუნხენური გიგანტი უფერულ, უინტერესო და გამოფიტულ ფეხბურთს აჩვენებდა, აი, მაშინ ნიკო კოვაჩი რომ წვრთნიდა. ამიტომაც, ჰანსი ფლიკის იდეალურობის გამოყოფა სრულიად ლოგიკური და სამართლიანია.

„ბაიერნს“ „შვაბებთან“ მე-12 წუთზე ალფონსო დევისი გაუძევეს და რიცხობრივ უპირატესობაში 4:0 მოიგო! როდესაც კანადელმა მოედანი დატოვა, ანგარიში 0:0 იყო და მისი გაძევებიდან 11 წუთი ტაბლოზე 3:0 ეწერა - ფანტასტიკაა. პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა მეოთხეც გაიტანეს. და, თუ ჰანსი ფლიკი იმსახურებს ფილმს, რობერტ ლევანდოვსკიმ რა დააშავა? პოლონელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და ალბათ მისი შესაძლებლობები ადამიანურ რესურსს უკვე გასცდა... ძნელი სათქმელია რა და ვინ შეაჩერებს ამ „ბაიერნს“, არა მარტო ბუნდესლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზეც.

რა თქმა უნდა, 26-ე ტურს ისე არ ჩაუვლია, რომ ერლინგ ჰოლანდსაც არ გაებრწყინა. ნორვეგიელმა „კიოლნთან“ ჯერ დასაწყისში გაიტანა, მერე მატჩის ბოლოს და კიდევ ერთი დუბლი ჩაიწერა აქტივში, მაგრამ მისდა სამწუხაროდ, „დორტმუნდმა“ შუალედში ორი გოლი გაუშვა და „თხებთან“ მხოლოდ ქულას დასჯერდა, რის შედეგადაც ჩემპიონთა ლიგის ზონას ისევ 4 ქულით ჩამორჩა და ედინ ტერზიჩის გუნდი თუ არ დასტაბილურდება, ახლა კი არის მეოთხედფინალში, მაგრამ გაისად ჯგუფურ ეტაპზევ არ იქნება.

მეოთხე ადგილზე თავის მხრივ ფრანკფურტის „აინტრახტია“, რომელმაც ბერლინის „უნიონი“ 5:2 გაანადგურა. ჰოლანდის ბრწყინვალებაზე თუ ვსაუბრობთ, ანდრე სილვაც არ უნდა გამოვტოვოთ, რადგან პორტუგალიელმაც დუბლი შეასრულა და სხვათა შორის, მასაც, როგორც ჰოლანდს 21 გოლი აქვს გატანილი და ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ლევანდოვსკის ჩამორჩებიან, რომლის დაწევა უბრალოდ წარმოუდგენელი და ნამდვილად შეუძლებელია...

„კიოლნი“ – „დორტმუნდი“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ჰოლანდი (3), 1:1 დუდა (35, პენ), 2:1 იაკობსი (65), 2:2 ჰოლანდი (90)

„ბაიერნი“ – „შტუტგარი“ 4:0 (4:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (18), 2:0 გნაბრი (22), 3:0 ლევანდოვსკი (23), 4:0 ლევანდოვსკი (39)

„აინტრახტი“ – „უნიონი“ 5:2 (4:2)

გოლები: 1:0 ანდრე სილვა (2), 1:1 კრუსე (7), 2:1 ანდრიხი (35, ა.გ), 3:1 კოსტიჩი (39), 4:1 ანდრე სილვა (41), 5:2 ჩანდლერი (90)

„ვერდერი“ – „ვოლფსბურგი“ 1:2 (1:2)

გოლები: 0:1 სარჟენტი (9, ა.გ), 0:2 ვერგოსტი (42), 1:2 მოვალდი (45)

„შალკე“ – „გლადბახი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 შტინდლი (15), 0:2 ლაინერი (63), 0:3 რონოუ (72, ა.გ)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.107579
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X