ფეხბურთი

21:52 | 20.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირლო რონალდუს იუვენტუსური მომავლის შესახებ

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო, ჟურნალისტებს მისი გუნდის პორტუგალიელი მთავარვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს მომავლის შესახებ ესაუბრა.

„რონალდუს მომავალი კლუბში? ამაზე ჯერ არ გვიფიქრია. კონტრაქტით მას კიდევ ერთი წელი აქვს ტურინში სათამაშო და ბედნიერები ვართ, რომ ჯერჯერობით წასვლას არსად აპირებს. არც რაიმე ტაქტიკურ-ტექნიკურ სიახლეებზე გვისაუბრია პორტუგალიელთან მიმართებაში.

ახლა მიმდინარე სეზონზე ვართ კონცენტრირებულნი და რაც შეიძლება კარგად გვინდა ის დავასრულოთ. ამასთან, რონალდუს მართლაც ბევრი გოლები გააქვს.“ - ციტირებს პირლოს სიტყვებს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120776