კალათბურთი

10:26 | 20.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 18 წუთი და "ინდიანას" დამაჯერებელი გამარჯვება "მაიამისთან"

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 137:110 დაამარცხა. საინტერესოა, რომ ინდიანაპოლისელებმა ოთხივე პერიოდში აჯობეს მეტოქეს და 27-ქულიანი სხვაობაც ამითაა განპირობებული.

როგორც იქნა, გოგა ბითაძეს ნორმალური სათამაშო დრო დაეთმო, რომელიც ქართველმა ცენტრმა ასე თუ ისე, გამოიყენა. გოგამ 17:45 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. მან 2-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

„პეისერსის“ რიგებში საუკეთესო კვლავ მალკოლმ ბროგდონი იყო, რომელმაც 27 ქულას, 3 მოხსნა და 4 პასი დაამატა, „მაიამიში“ კი ბემ ადებაიაო გამოირჩა - 20 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი.

„ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 18 გამარჯვებით და 22 მარცხით მეათე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 21 მარტს, ისევ „მაიამი ჰიტთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116574