ავტოსპორტი

11:09 | 20.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მერსედესის მეტოქეთა მანქანებს უფრო დაბალანსებული უკანა ნაწილი აქვთ

„მერსედესი“ აღიარებს, რომ მისი W12-ის უკანა ნაწილის ბალანსი ის ნაწილი, რომლის გასაუმჯობესებლადაც ინჟინრები მუშაობენ, რათა მეტოქეებთან ჩამორჩენა აღმოფხვრან.

გუნდის ორივე პილოტმა ტესტების შემდეგ აღიარა, რომ მანქანის მართვა გაუარესდა. ამის მიზეზი ახალი რეგლამენტია, რომელიც იმისთვის შეიცვალა, რომ მანქანების უკანა ნაწილის ჩაჭიდება შემცირებულიყო.

გუნდის ინჟინერი ენდრიუ შოვლინი ამბობს, რომ ინჟინრები ცდილობენ, რომ მანქანა უფრო მდგრადი იყოს, რათა ლუის ჰამილტონმა და ვალტერი ბოტასმა რბოლებისას შეცდომები ნაკლებად დაუშვან.

„ქარი ბევრ რამეს ართულებს. როდესაც ის უკნიდან უბერავს, ჩაჭიდება მცირდება, რადგან მანქანის გარშემო მოძრავი ჰაერის ნაკადის სიჩქარე მცირდება. ამიტომ, ზოგ მოსახვევში, სადაც ქარი უკნიდან უბერავდა, მანქანა არასტაბილური იყო და ბორბლების გადახურების რისკიც იზრდებოდა. ამ დროს, ჩაჭიდება მცირდება და მანქანა არასტაბილური ხდება. ასე რომ, გარკვეული პრობლემები არსებობს“, - ამბობს შოვლინი და დასძენს, რომ სხვა გუნდებს არ ეტყობოდათ, რომ მსგავსი პრობლემები ჰქონდათ.

„სხვა გუნდბს მსგავსი არაფერი ეტყობოდათ. ასე რომ, ყურადღების მობილიზება გვმართებს, რათა პრობლემის არსს ჩავწვდეთ. უნდა გავიგოთ, რატომ არის ჩვენი მანქანის სუსტი მხარე მისი უკანა ნაწილი, როგორ შეიძლება მისი გამოსწორება. იმედია, რბოლებისთვის ამ ყველაფერს მოვაგვარებთ“, - დასძენს შოვლინი.

სიტუაციას ის გარემოებაც ართულებს, რომ ბაჰრეინის ტესტებისას, „მერსედესის“ პილოტებმა ყველაზე ნაკლები კილომეტრი გაიარეს. შოვლინის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ გუნდს ბოქსებში ბევრი სამუშაოს შესრულება უწევდა. კონკრეტულად, მოსახსნელი გახდა ძირი, რათა ის შეემოწმებინათ. ტექნიკური მომსახურება დასჭირდა ძალურ დანადგარს.

„მერსედსის“ უფროსი სტრატეგი ჯეიმს ვავლსი ამბობს, რომ სეზონის დასაწყისში, „რედ ბული“ სავარაუდოდ, ლიდერი იქნება, რადგან ტესტებზე მისი მანქანა ძალიან სტაბილური იყო. ის ასევე ვარაუდობს, რომ სეზონის განმავლობაში, „რედ ბულთან“ გაცილებით მჭიდრო ბრძოლაა მოსალოდნელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112125