ფეხბურთი

21:45 | 19.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ჰოლანდი თავისი ასაკის ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ განაცხადა, რომ "დორტმუნდი" ჰოლანდის ლიდერობით რთული მეტოქეა.

"ჰოლანდის სტატისტიკა ყველაფერს ხსნის. იგი თავისი ასაკის ფეხბურთელებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა. მისი სათამაშო ხარისხის შესახებ ყველამ იცის. "დორტმუნდმა" ჩემპიონთა ლიგაზე დამაჯერებლად ითამაშა და შეძლო "სევილიის" დამარცხება, რომელიც ფლეი-ოფში რთული მეტოქეა."

"მანჩესტერ სიტის" და "დორტმუნდის" დაპირისპირებები 6 და 14 აპრილს გაიმართება. აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში "ბაიერნსა" და პსჟ-ს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115608