ავტოსპორტი

13:45 | 19.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

FIA Rally Star-ის საქართველოს შესარჩევი ეტაპები დასრულდა

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პროექტი სახელწოდებით FIA Rally Star-ის საქართველოს შესარჩევი ეტაპები დასრულდა.

ფინალური შესარჩევი ეტაპი ოლიმპიური ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებაში 3 სხვადსხვა რეგიონალური ეტაპის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი) 60 საუკეთესო შედეგის მქონე ბიჭი და 8 გოგონა იღებდა მონაწილებას. შესარჩევის ფორმატის ფარგლებში მონაწილეებმა მოცემული ტრასა ჩქაროსნული სლალომით 2-ჯერ გაიარეს. ხოლო საუკეთესო 13 მონაწილე ბიჭი და 5 გოგონა შესარჩევის მეორე ეტაპზე გადავიდა, სადაც მათ შედარებით რთული მონაკვეთის გავლა მოუწიათ.

საბოლოოდ, ცნობილია საუკეთესო შედეგის მქონე 4 ბიჭი და 1 გოგონა, რომლებიც საქართველოს სახელით ევროპის კონტინეტურ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტმა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით საერთო ჯამში 300-მდე ავტომოყვარული ახალგაზრდის ჩართულობა მოიცვა.ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია , საქართველოს საპატრულო პოლიცია და განათლების, მეცნიერების ,კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქუთაისის მუნიციპალური მერია.

პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური საავტომობილო დისციპლინის "რალი"-ს სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბებაა.

ევროპის კონტინენტური ფინალის მონაწილე ხუთეული კი შემდეგნაირია:

1.ოთარ ესართია 1. სალომე მჭედლიშვილი

2. ნიკა ბილისეიშვილი

3. ალექსანდრე შაკულაშვილი

4. ნიკოლოზ ბექაური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140003