ფეხბურთი

14:53 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსა და ესპანეთის მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან!

საქართველო - ესპანთის მატჩზე გულშემატკივარი დასწრებას მოახერხებს. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა და ის საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქომაგებს რეგულაციების დაცვით თამაშზე დასწრების უფლება მიეცათ.

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქომაგებს მატჩზე დასწრების უფლება დისტანციისა და ყველა შესაბამისადი უსაფრთხოების რეგულაციის დაცვით მისცენ, თუმცა შეზღუდული რაოდენობით, რაც სტადიონის ტევადობის 30%-ით განისაზღვრა.

"28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!", - დაწერა ღარიბაშვილმა ფეისბუქის გვერდზე.

"საქართველო - ესპანეთი მაყურებელთან ერთად! 28 მარტს ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!", - ეს სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის პოსტია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს, სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება, 31 მარტს, ასევე გასვლაზე საბერძნეთის ნაკრებთან ითამაშებს, ხოლო ესპანეთთან თამაში თბილისში, 28 მარტს, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე გაიმართება.

გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გულშემატკივართა 30% დაიშვება ძიუდოში თბილისის გრან სლემზე, რომელიც 26-28 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112337