ფეხბურთი

12:20 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: „დარწმუნებული ვარ, არავის გაუხარდება ჩვენთან მეოთხედფინალში შეხვედრა“

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში, „ჩელსიმ“ „ატლეტიკოს“ 2:0 მოუგო (პირველი შეხვედრა 1:0) და მეოთხედფინალში გავიდა. „ლურჯების“ მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, შემდეგ თავისი აზრი გაუზიარა ჟურნალისტებს.

„შესანიშნავად ვითამაშეთ. იგრძნობოდა, რომ ძალიან გვინდოდა შემდგომ ეტაპზე გასვლა. მოწინააღმდეგე მაღალი პრესინგის გამოყენებას ცდილობდა, თუმცა დაცვაში თავისუფალ ზონებს ტოვებდა და ამით ვსარგებლობდით.

ასეთი შედეგები თავდაჯერებას გვმატებს. ფიქრობ, რომ რაღაც განსაკუთრებულის მიღწევა შეგიძლია. დარწმუნებული ვარ, არავის გაუხარდება მეოთხედფინალში ჩვენთან შეხვედრა.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132523