კალათბურთი

10:24 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 3 წუთი და ჯეიმს ჰარდენის სამმაგი დუბლი "ინდიანასთან"

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ საკუთარ მოედანზე „ბრუკლინ ნეტსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 115:124 დამარცხდა. ინდიანაპოლისელებმა თამაში შესანიშნავად დაიწყეს და პირველი პერიოდი 15 ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ უპირატესობა გაანიავეს და საბოლოოდ მარცხიც განიცადეს.

გოგა ბითაძეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მხოლოდ 3:05 წუთით მიეცა, ხსენებულ დროში კი ქართველმა ცენტრმა 1 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, გოგამ 2-დან 1 საჯარიმოს ჩაგდება მოახერხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ბრუკლინის“ ვარსკვლავი ჯეიმს ჰარდენი იყო, რომელმაც 42 წუთში 40 ქულით, 10 მოხსნითა და 15 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. „ინდიანაში“ კი საუკეთესო მალკოლმ ბროგდონი გახლდათ, რომლის ანგარიშზე 24 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასია.

„ინდიანა პეისერსს“ რეგულარულ სეზონში ჩატარებულ 39 მატჩში 17 გამარჯვების საპირისპიროდ 22 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 მარტს, „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105268