ფეხბურთი

21:05 | 17.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიელინიმ შესაძლოა კარიერა მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულოს

ტურინის "იუვენტუსის" იტალიელმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ შესაძლოა კარიერა 2020/21 წლების სეზონის ბოლოს დაასრულოს. აღნიშნულ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

36 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ტრავმა ორჯერ მიიღო და ამის გამო 17 მატჩი გაუცდა. გამოცემის ინფორმაციით, ტრავმებმა ფეხბურთელს ხელი შეუშალა სრულფასოვნად ეთამაშა და ხშირის დაზიანებების გამო შესაძლოა კარიერის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. ამავდროულად, კიელინიმ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აკავშირებს და ჯერჯერობით მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებენ.

კიელინი "იუვენტუსში" 2005 წელს "ფიორენტინადან" გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 526 მატჩში 36 გოლი გაიტანა. ჯორჯო "ბებერი ქალბატონების" რიგებში იტალიის ჩემპიონი ცხრაჯერ გახდა.

0.117046