ფეხბურთი

16:43 | 17.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"თელავი" - "დინამო თბილისის" მატჩი გადაიდო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მატჩი „თელავსა“ და „დინამო თბილისს“ შორის გადაიდო. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქური გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.

„თელავის“ რიგებში შექმნილი ეპიდვითარება მატჩის გადადების მიზეზი გახდა, რომლის ჩატარების თარიღმა ამ დროისთვის 26 მარტისთვის გადაიწია.

აქვე გეტყვით, რომ ოთხი ტურის შემდეგ „დინამო თბილისს“ 7 ქულა აქვს, „თელავმა“ კი 5 ქულის დაგროვება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123938