ფეხბურთი

11:31 | 17.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: "დაცვაში შესანიშნავი თამაში ემოციას იწვევს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ბერგამოს „ატალანტასთან“ (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და მეტოქეს საგოლე მომენტები თითქმის არ შეაქმნევინა.

„ვულოცავ ფეხბურთელებს, რადგან მათ დიდი სამუშაო შეასრულეს მატჩის დაწყებიდან დასრულებამდე და ეს დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს. თავი კარგად დავიცავით, რაც შეეხება ბურთის კონტროლს, ვფიქრობ, სოლიდურები ვიყავით.

ვფიქრობ, მათ ბოლოს არანაირი შანსი არ ჰქონიათ, მხოლოდ ძაპატას ჰქონდა ერთი შანსი. ისინი როგორც წესი, უამრავ მომენტს ქმნიან, მაგრამ ამ მატჩში ეს არ გვინახავს. შესანიშნავად ვითამაშეთ დაცვაში და სასიამოვნო ემოციას იწვევს.

ლუკა და ტონი ნახევარმცველების ფენომენალური წყვილია. ლუკაზე საუბარიც არ არის, ეს არის 35 წლის ფეხბურთელი, მაგრამ მოედანზე ეს საერთოდ არ ჩანს“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ „ატალანტას“ ორი მატჩის ჯამში 4:1 აჯობა (1:0, 3:1) და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2018 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115174