ავტოსპორტი

4:50 | 17.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო პერესი: ხუთ რბოლაში „რედ ბულისგან“ მაქსიმუმს გამოვწურავ

სერხიო პერესი დარწმუნებულია, რომ „რედ ბულის“ სარბოლო ავტომობილ RB16B-ს „ძალიან კარგი პოტენციალი“ აქვს, მაგრამ დაახლოებით ხუთი რბოლა დასჭირდება იმისთვის, რომ მანქანას სრულად შეეჩვიოს.

ბაჰრეინში გამართული ტესტების ბოლო დღეს, მექსიკელი დილის სესიისას ყველაზე სწრაფი იყო. ავსტრიული გუნდის ახალწვეული ამბობს, რომ ამ ეტაპზე, თავის ახალ მანქანასთან შეჩვევის პროცესშია. ამასთან დასძენს, რომ ამ მანქანით, გუნდს 2021 წლის სეზონის კარგად ჩატარების პოტენციალი აქვს.

პერესი ამბობს, რომ RBR16B მისი წინა მანქანისგან ბევრი რამით განსხვავდება: „ყველა მანქანას განსხვავებული მართვა სჭირდება. ამიტომ როცა მანქანას იცვლი, მას ჯერ უნდა შეეჩვიო, ახალი სტილი უნდა გამოიმუშაო. მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ამ მანქანას ძალიან კარგი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, როცა მას სრულად მოვათვინიერებ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება“.

კითხვაზე, რა დრო დასჭირდება მანქანასთან მისაჩვევად, პერესი პასუხობს: „კონკრეტული რიცხვის თქმა ძნელია. ვფიქრობ, ხუთი რბოლა საკმარისი იქნება. როდსაც სხვადასხვა ტრასაზე, განსხვავებულ პირობებში გიწევს რბოლა, მანქანას და გუნდს უკეთ უგებ. ვფიქრობ, ხუთი რბოლა საკმარისი იქნება“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134696