ფეხბურთი

17:10 | 16.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი და კიდევ 25 ფეხბურთელი: შვედეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საწყისი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

58 წლის შვედმა სპეციალისტმა გუნდში 26 ფეხბურთელს უხმო და მათ შორის, ზლატან იბრაჰიმოვიჩია! ლეგენდარულ თავდამსხმელს ეროვნულ ნაკრებში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია. მან ბოლოს შვედეთის ნაკრების მაისური ბელგიასთან მატჩში მოირგო და დიდი ალბათობით, სანაკრებო კარიერას საქართველოსთან მატჩით განაახლებს. იბრამ ტვიტერში დაწერა, რომ შვედეთის ნაკრებს ღმერთი დაუბრუნდა...

იბრაჰიმოვიჩის გარდა, სიაში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია და იანე ანდერსონის რჩეულთა ჩამონათვალი ასეთია:

მეკარეები: კარლ-იოჰან იონსონი (კოპენჰაგენი), კრისტოფერ ნორდფელდტი (გენჩლერბირლიგი, თურქეთი), რობინ ოლსენი (ევერტონი, ინგლისი)

მცველები: ლუდვიგ აუგუსტინსონი (ვერდერი, გერმანია), პიერ ბენგსტონი (ველიე), ანდრეას გრანქვისტი (ჰელსინბორგსი), ფილიპ ჰელანდერი (რეინჯერსი, შოტლანდია), ემილ კრაფტი (ნიუკასლი, ინგლისი), მიქაელ ლუსტიგი (აიკ), იოაკიმ ნილსონი (არმინია, გერმანია), ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერი, ინგლისი), კარლ სტარფელტი (რუბინი, რუსეთი)

ნახევარმცველები: კენ სემა (უოტფორდი, ინგლისი), კრისტოფერ ოლსონი (კრასნოდარი, რუსეთი), დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი, იტალია), ემილ ფორსბერგი (ლაიპციგი, გერმანია), იენს კაუსტე (მიდტიულანდი), ალბინ ეკდალი (სამპდორია, იტალია), ვიქტორ კლაესონი (კრასნოდარი, რუსეთი), მატიას სვანბერგი (ბოლონია, იტალია)

თავდამსხმელები: ალექსანდერ ისაკი (სოსიედადი, ესპანეთი), რობინ ქუაისონი (მაინცი, გერმანია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი, იტალია), მარკუს ბერგი (კრასნოდარი, რუსეთი), იესპერ კარლსონი (ალკმაარი, ნიდერლნადები)

შეგახსნებთ, შვედეთის ნაკრები 25 მარტს, საქართველოს, 28 მარტს, კოსოვოს, ხოლო 31 მარტს, ამხანაგურ მატჩში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135549