სხვა

12:43 | 16.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა (+VIDEO)

ჰარუ ბაშოს მე-3 საშეჯიბრ დღეს ლევან გორგაძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი სუმოისტი კოტონოვაკას დაუპირისპირდა და ადვილად, ოშიდაშის ილეთით სძლია.

ეს წყვილის მესამე დაპირისპირება იყო და ტოჩინოშინმა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა მოიპოვა, რადგან აქამდე მათი მოგება წაგების ბალანსი თანაბარი იყო.

პირველ ორ ორთაბრძოლაში განცდილი მარცხის შემდგომ ლევანს 1 მოგება აქვს და დადებითი ბალანსისთვის დარჩენილი 12 დაპირისპირებიდან მინიმუმ 7 გამარჯვება მართებს. მისი მომდევნო მეტოქე კი მე-7 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება, რომელსაც აქამდე 6-ჯერ შეხვედრია და დიდი უპირატესობა აქვს - 5 მოგება და მხოლოდ 1 მარცხი.

0.11768