ფეხბურთი

11:26 | 16.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი შვედეთის ნაკრებში გამოიძახეს

„მილანის“ თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შვედეთის ნაკრებში გამოიძახეს. 39 წლის შემტევი გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა - გვამცნობს Sky Sport Italia.

ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად მალე გამოჯანმრთელდება „იბრა.“ შეგახენებთ, რომ მან ტრავმა 28 თებერვალს, „რომასთან“ სერია A-ს მატჩში მიიღო.

იტალიური მედია ადრეც წერდა, რომ შვედეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, იან ანდერსონი ძალიანაა მოწადინებული „მილანის“ ვარსკვლავის ნაკრებში დაბრუნებით. პირადად დაურეკა მას და საკმაო ხანს ელაპარაკა.

ასე რომ, 25 მარტს იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშოს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატში.

შეგახსებთ, რომ ზლატანი შვედეთის ნაკრებში 2001-2016 წლებში გამოდიოდა. 116 შეხვედრა ჩაატარა და სარეკორდო 62 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123114