ფეხბურთი

18:44 | 15.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრები თბილისში 24 ფეხბურთელით ჩამოვა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საწყისი ეტაპისთვის ცნობილია. ლუის ენრიკემ გუნდში 24 ფეხბურთელს უხმო.

„ფურია როხა“ თბილისში შემდეგი შემადგენლობით ჩამოვა:

მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერი, ინგლისი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი, ინგლისი), უნაი სიმონი (ბილბაო)

მცველები: ერიკ გარსია (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ჟორდი ალბა (ბარსელონა), დიეგო ლორენტე (ლიდსი, ინგლისი), პედრო პორო (სპორტინგი, პორტუგალია), სერხიო რამოსი (რეალი), ხოსე ლუის გაია (ვალენსია), ინიგო მარტინესი (ბილბაო)

ნახევარმცველები: მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), ტიაგო ალკანტარა (ლივერპული, ინგლისი), კოკე (ატლეტიკო), ფაბიან რუისი (ნაპოლი, იტალია), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), პედრი (ბარსელონა), სერხიო კანალესი (ბეტისი)

თავდამსხმელები: ბრაიან ხილი (ეიბარი), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), ჟერარ მორენო (ვილიარეალი), დანი ოლმო (ლაიფციგი, გერმანია), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ალვარო მორატა (იუვენტუსი, იტალია)

ესპანეთის ნაკრები 25 მარტს საბერძნეთს უმასპინძლებს, 28 მარტს საქართველოში ჩამოვა, ხოლო 31 მარტს კოსოვოს ნაკრებს შინ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110018