ფეხბურთი

23:48 | 13.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის ისტორიულ ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე აინაცვლა

ბუნდესლიგის 25-ე ტურის მატჩში, მიუნხენის „ბაიერნმა“ ბრემენის „ვერდერს“ სტუმრად 1:3 სძლია.

მესამე გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რომელიც პოლონელისთვის გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში 32-ე გამოდგა. ეს რობერტის 268-ე გოლი გახლდათ ბუნდესლიგაში, აქედან 74 ბურთი „დორტმუნდში“ თამაშისას გაიტანა - გვამცნობს OptaFranz.

ამ მაჩვენებლით ის კლაუს ფიშერს გაუთანაბრდა, რომელიც 1968-88 წლებში თამაშობდა „მიუნხენ 1860“-ში, „შალკეში,“ „კიოლნსა“ და „ბოხუმში.“

ახლა ორი შემტევი: ლევანდოვსკი და ფიშერი იყოფენ მეორე ადგილს. ბუნდესლიგის ისტორიული მთავარმეგოლე კი ლეგენდარული გერდ მიულერია 365 გოლით, რომლებიც მან „ბაიერნის“ მაისურით გაიტანა 1964-79 წლებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111497