ფეხბურთი

12:10 | 13.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დი მარიამ პსჟ-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ არგენტინელ ნახევარმცველ ანხელ დი მარიას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. პარიზელთა ვებგვერდის ცნობით, სამხრეთ ამერიკელი შემტევი კლუბში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

დი მარიას ძველი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა და მხარეებმა თანამშრომლობა 1 წლით განაახლეს.

ანხელ დი მარია „პარი სენ ჟერმენში“ 2015 წლიდან თამაშობს და 248 მატჩში 86 გოლი აქვს გატანილი. არგენტინელ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში „როსარიო სენტრალში“, „ბენფიკაში“, „რეალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099159