ფეხბურთი

18:40 | 12.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა პრემიერლიგის თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელია

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა პრემიერლიგაში თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. პეპმა ეს ჯილდო იანვარშიც მოიპოვა და შესაბამისად, ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

თებერვალში გვარდიოლას ხელმძღვანელობით „მანჩესტერ სიტიმ“ 6 მატჩი ჩაატარა და ექვსივე მოიგო. აღსანიშნავია, რომ ესპანელის დარად ზედიზედ მეორედ საუკეთესოდ დასახელდა ილქაი გიუნდოგანიც.

„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგას 29 ტურის შემდეგ დიდი უპირატესობით ლიდერობს და „მანჩესტერ იუნაიტედს“ 14 ქულით უსწრებს.

0.112688