ჭიდაობა

14:56 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭიდავეები ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვებას ბუდაპეშტში ეცდებიან

18 მარტიდან მომდევნო 3 დღის განმავლობაში უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპული ზონისთვის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება, სადაც საქართველოს სახელს 8 ქართველი მოჭიდავე დაიცავს.

თავისუფალ ჭიდაობაში: 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ბუჯიაშვილი გამოვა, 65 კილოგრამში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იჭიდავებს, 74 კილოგრამში კი ავთანდილ კენჭაძე მოსინჯავს ძალებს, ხოლო 86 კილოგრამში სანდრო ამინაშვილი იასპარეზებს.

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული ჭიდაობას: 60 კილოგრამში ირაკლი ძიმისტარიშვილი გამოვა, 67 კილოგრამში კი რამაზ ზოიძე. გელა ბოლქვაძე და ლაშა გობაძე შესაბამისად 77 და 87 კილოგრამ წონით კატეგორიებში ეცდებიან მედლების მოპოვებას.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბექა ლომთაძემ, გენო პეტრიაშვილმა, ნუგზარ წურწუმიამ, ლაშა გობაძემ, ირაკლი მწითურს და იაკობ ქაჯაიას ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა განაღდებული აქვთ. უნგრეთში გასამართ ტურნირზე კი მონაწილეობას 35 ქვეყნის 280 სპორტსმენი მიიღებს.

0.118572