ფეხბურთი

18:23 | 9.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯეფინიოს ულამაზესი გოლი ეროვნულ ლიგაში "მაკრატელა" დარტყმით (+VIDEO)

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტური ქობულეთის „შუქურასა“ და „სამტრედიას“ მატჩით გაიხსნა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა, მაგრამ ძალიან მაგარმა გოლმა გადაწყვიტა.

77-ე წუთზე ქობულეთელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ჯეფერსონ ჯერალდომ, იგივე ჯეფინიომ ულამაზესი „მაკრატელა“ დარტყმით დალაშქრა იმერელთა კარი და ეჭვგარეშეა, მიმდინარე სეზონში საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.

ამ გოლით „შუქურამ“ 1:0 მოიგო და პირველი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი შაშიაშვილს გუნდს 3 ტურის თავზე 4 ქულა აქვს, ხოლო გია ცეცაძის „სამტრედიამ“ სეზონი მძიმედ დაიწყო და ჯერჯერობით ქულა არ მოუპოვებია.

„შუქურა“ – „სამტრედია“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჯეფინიო (77)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122964