რაგბი

14:49 | 9.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს რაგბის კავშირი საარჩევნო ყრილობის თაობაზე განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს რაგბის კავშირი 10 მარტს გასამართ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც კონკრეტულ ჯგუფს მოუწოდებს თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და მისცენ საქართველოს რაგბის კავშირს კანონიერად დანიშნული, ნამდვილ წევრთა კრების ჩატარების შესაძლებლობა

„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან, ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებებისა და განცხადებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მათ, რომ დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში! თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და მისცენ საქართველოს რაგბის კავშირს კანონიერად დანიშნული, ნამდვილ წევრთა კრების (ყრილობა) ჩატარების შესაძლებლობა, რათა ამ ქმედებებიდან გამომდინარე არ მოხდეს მეტად ქართული რაგბის სახელის შელახვა!

აგრეთვე მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, რომ 10 მარტს, ექსპო ჯორჯიაში გასამართ საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრების დროს მაქსიმალურად უზრუნველყონ წესრიგის დაცვა“, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 10 მარტს არის ჩანიშნული, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი კანდიდატი - სოსო ტყემალაძე ჰყავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111074