ფეხბურთი

21:43 | 8.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" "რეალის" მისამართით: "ისინი სწორ გადაწყვეტილებებსაც აპროტესტებენ"

მადრიდული დერბი სკანდალური გამოდგა. „რეალი“ პირველ ტაიმში პენალტის დანიშვნას ითხოვდა, მას შემდეგ, რაც საჯარიმოში ფელიპეს ბურთი ხელზე მოხვდა. მთავარმა მსაჯმა ერნადეს ერნანდესმა ეპიზოდი მონიტორთან თავად გადაამოწმა, მაგრამ თამაშის წესის დარღვევად არ შეაფასა.

ნამატჩევს ემილიო ბუტრაგენიომ აღნიშნა, რომ მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა და თამაში სხვაგვარად წარიმართებოდა.

„აშკარაა, რომ მსაჯის შემთხვევაში არ გაგვიმართლა. ბურთი ხელზე მოხვდა და ეს პენალტია. VAR-ის მსაჯებმა მას მონიტორთან მისვლა სთხოვეს, მაგრამ არაფერი შეცვლილა. პირველი ტაიმის ფრედ დასრულება მოგვცემდა საშუალებას, რომ მეორე ნახევარი სხვანაირად წაგვერმართა“, - თქვა ბურტაგენიომ.

ამ განცხადებას „ატლეტიკო“ სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა, სადაც ვკითხულობთ:

„ისინი სწორ გადაწყვეტილებებსაც აკრიტიკებენ. ზოგიერთები შეჩვეულები არიან, რომ ქარი ყოველთვის მათ სასარგებლოდაა“, - წერს „როხიბლანკოს“ ვებგვერდი.

შეგახსენებთ, ლუის სუარესის მე-15 წუთზე გატანილი გოლი 88-ე წუთზე კარიმ ბენზემამ გაქვითა და თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112258