ფეხბურთი

18:03 | 8.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონსეისაო: "პორტუს "იუვენტუსთან" მხოლოდ გამარჯვება შეეფერება"

პორტუგალიური „პორტუს“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი სპეციალისტი იმედიანადაა განწყობილი და სჯერა, რომ თავის გუნდ მეოთხედფინალში გასვლა შეუძლია.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. 11 ფეხბურთელი 11-ის წინააღმდეგ ითამაშებს და პლუს გვაქვს 5 ცვლილების უფლება. ეს მოთამაშეები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პატივი მიაგონ იმ ნიშანს, რომელსაც მკერდით ატარებენ.

ჩემპიონთა ლიგაზე პორტუს ისტორია ძალიან დიდი და მდიდარია. საუკეთესოდ მოვემზადეთ პოზიტიური შედეგის მისაღებად, რომელიც ისეთი დიდი კლუბისთვის, როგორიც „პორტუა“, მხოლოდ გამარჯვება იქნება“, - განაცხადა კონსეისაომ.

შეგახსენებთ, „პორტუს“ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 2:1 აქვს მოგებული და ტურინში ამ უპირატესობის დაცვა მოუწევს. ხვალინდელი თამაში თბილისის დროიოთ 23:55 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10509