ფეხბურთი

16:04 | 8.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი სამწვრთნელო კარიერაში ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა

„ალ-სადი“ ყატარის ჩემპიონი გახდა და ჩავი ერნანდესი პირველად გახდა მწვრთნელის რანგში ქვეყნის ჩემპიონი. ამ წარმატების შემდეგ ახალგაზრდა ესპანელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მათ კლუბის ახალი ისტორია დაწერეს.

„ალ-სადის“ ახალი ისტორია შევქმენით. ბედნიერი ვარ, რომ ლიგის პირველი ტიტული მოვიგე, როგორც „ალსადის“ მწვრთნელმა, ფეხბურთელის რანგში გამარჯვების შემდეგ. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, ყველასთან მუშაობა სასიამოვნოა. ჩვენი მიზანია მოვიგოთ ყველა ტურნირი, რომელშიც ვმონაწილეობთ. განსაკუთრებული მადლობა „ალ-სადის“ გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში გუნდს მხარს მთელი ძალით უჭერდნენ. ვპირდებით მათ, რომ საკუთარ თავზე მუშაობას გავაგრძელებთ, გვინდა ქომაგები კიდევ გავახაროთ და უფრო მეტჯერ გავხდეთ ჩემპიონები“, - თქვა ჩავიმ.

ჩავის „ალ-სადის“ თავკაცის პოსტზე აქამდე ორჯერ ყატარის თასი და ერთხელ ყატარის სუპერთასი ჰქონდა მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113511