ფეხბურთი

11:00 | 8.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა მესის მომავალზე: "მე ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ეს მასზეა დამოკიდებული"

„ბარსელონას“ ახალმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ლიონელ მესის შესახებ არჩვენების დასრულების შემდეგ ისაუბრა. როგორც „ბლაუგრანას“ ახალმა ხელმძღვანელმა გააკეთა ის მესის კლუბში დასარჩენად ყველაფერს გააკეთებს.

„მე გავესაუბრები ლიონელ მესის. შემიძლია დავარწმუნო დარჩენაში? ეს მასზე იქნება დამოკიდებული, მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია და კლუბის ეკონომიკურ ფარგლებში, ისე, რომ „ბარსაში“ დარჩეს. მან დაამტკიცა, რომ „ბარსა“ უყვარს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და მას ეს კლუბი უყვარს“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ჟოან ლაპორტა „ბარსელონას“ პრეზიდენტად გუშინ აირჩიეს და მას მხარი ამომრჩეველთა 54%-მა დაუჭირა. ლიონელ მესის კი კატალონურ გრანდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

რა თქმა უნდა, ლაპორტა და მესი ერთმანეთს შესანიშნავად იცნობენ, ესპანელი „ბარსას“ პრეზიდენტი 2003-2010 წლებშიც იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1047