ფეხბურთი

1:54 | 8.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" არ დანებდება

იტალიის სერია A-ში ჩემპიონობისთვის ბრძოლას „მილანი“ ბოლომდე აპირებს და ალბათ, არ დანებდება. სტეფანო პიოლის გუნდი „ვერონას“ ძალიან ბევრი საკადრო პრობლემით ესტუმრა და ბევრი ფიქრობდა, რომ „როსონერის“ ფეხი დაუცდებოდა.

ამას ჰქონდა საფუძველი: როგორც ვთქვით, ლომბარდიელებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა აკლდათ, მათ შორის, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ტეო ერნანდესი, ანტე რებიჩი. მისი მეტოქე „ვერონა“ იყო, მიმდინარე სეზონში ნამდვილი კერკეტი კაკალი და გუნდი, რომელმაც პირველ წრეში „სან სიროზე“ ქულა მოიპოვა (2:2), თან 2:0-ს იგებდა. მოკლედ, ივან იურიჩის გუნდის შანსი ფასობდა.

თუმცა, მოედანზე მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. „როსონერიმ“ დიდებულად ითამაშა და ისე მოიგო, რომ მეტოქისთის შანსი არ მიუცია. ანგარიში რადე კრუნიჩმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა, მეორე ტაიმის სტარტზე კი დიოგო დალომ არანაკლებ ეფექტური გოლი გაიტანა და მილანელებმა 2:0 მოიგეს. „მილანი“ მეორე ადგილზეა ლიდერ „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩება. თუმცა, ანტონიო კონტეს გუნდი 26-ე ტურში ორშაბათს, ბერგამოს „ატალანტას“ ეთამაშება და შანსი აქვს 6-ქულიანი უპირატესობა აღიდგინოს.

მოიგო „რომამ“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და შინ „ჯენოა“ მძიმედ, მაგრამ დაამარცხა. ერთადერთი გოლი ჯანლუკა მანჩინის ანგარიშზეა, რომელმაც პირველი ტაიმის შუაწელს გაიტანა და მერე არაფერი შეცვლილა. ოთხეულში მოსახვედრად „ნაპოლიც“ იბრძვის და ჯენარო გატუზოს გუნდმა საკუთარ მოედანზე „ბოლონიას“ უმასპინძლა, რომელსაც ლორენცო ინსინიეს ლიდერობით და დუბლით 3:1 აჯობა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 26-ე ტურის ბოლო მატჩი ორშაბათს, ბერგამოში, „ატალანტასა“ და „ინტერს“ შორის გაიმართება.

„რომა“ – „ჯენოა“ 1:0

გოლი: 1:0 მანჩინი (24)

„კროტონე“ – „ტორინო“4:2 (1:1)

გოლები: 1:0 სიმი (27, პენ), 1:1 მანდრაგორა (45), 2:1 სიმი (54), 3:1 რეცა (80), 3:2 სანაბრია (84), 4:2 უნასი (90)

„ფიორენტინა“ – „პარმა“ 3:3 (2:1)

გოლები: 1:0 მარტინესი (28), 1:1 კუცკა (32, პენ), 2:1 მილენკოვიჩი (42), 2:2 კურტიჩი (72), 2:3 მიჰაილა (90), 3:3 იაკოპონი (90, ა.გ)

„ვერონა“ – „მილანი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 კრუნიჩი (27), 0:2 დალო (50)

„სამპდორია“ – „კალიარი“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჟოაო პედრო (11), 1:1 ბერეშინსკი (78), 2:1 გაბიადინი (80), 2:2 ნაინგოლანი (90)

„ნაპოლი“ – „ბოლონია“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ინსინიე (8), 2:0 ოსიმენი (65), 2:1 სორიანო (73), 3:1 ინსინიე (76)

0.134007