ფეხბურთი

21:26 | 7.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ფულჰემთან“ „ენფილდ როუდზე“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.

„მატჩის დაწყებამდეც აშკარა იყო, რომ „ფულჰემი“ პრობლემებს შეგვიქმნიდა. მათ სეზონის კარგი ეტაპი აქვთ და კარგი გუნდი ჰყავთ. მჯერა, რომ ასეთი გუნდი პრემიერლიგაში უნდა დარჩეს. იყო დრო, როდესაც თამაშზე უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეგვეძლო. შესვენების წინ გოლი გავუშვით და სერიოზული დარტყმა მივაყენეთ საკუთარ თავს. მეორე ტაიმში ვეცადეთ სათანადო რეაქცია გვქონოდა და ბიჭებმა აჩვენეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. საბოლოო ჯამში, ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია გოლის გატანა და ეს დიდი პრობლემაა.

ფეხბურთელებს აქვთ შიმშილი, სპორტული რისხვა, მაგრამ ამ დროისთვის ამის ჩვენებას ვერ ვახერხებთ. „ლივერპულს“ გამარჯვება სურდა, ადვილია იმის თქმა, რომ „ფულჰემს“ მოგება უფრო მეტად უნდოდა, რადგან მოიგო, მაგრამ არ მგონია პრობლემა ეს იყოს“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში „ენფილ როუდზე“ ზედიზედ მეექვსე თამაში წააგო და 2021 წელს შინ ერთადერთი გოლი აქვს გატანილი. იურგენ კლოპის გუნდი მეშვიდე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას კიდევ უფრო დაშორდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111538