ფეხბურთი

17:53 | 7.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონი: "ვერ ვლაპარაკობდი და მეშინოდა, რომ ვერასდროს დავილაპარაკებდი"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა გაიხსენა პერიოდი, როდესაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. შოტლანდიელის განცხადებით, მას ლაპარაკიც არ შეეძლო.

„ხმა დვკარგე, ერთ სიტყვის თქმა არ შემეძლო და ეს ძალიან მაშინებდა. ყველაფერი გონებაში მიტრიალებდა, ვფიქრობდი, კიდევ თუ შევძლებდი ლაპარაკს.

ჩემს სამსახურში ყველაზე რთული ფეხბურთელების განაცხადს მიღმა დატოვება იყო, განსაკუთრებით ახალგაზრდების. იმიტომ, რომ ყველა მათგანის ამბიცია, იმედი და სურვილია „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშონ 75 ათასი ადამიანის წინაშე და ფინალში „უემბლიზე“ და როდესაც მათ ამის შანსს ართმევ, მტკივნეულია. ასე რომ, ეს მეზიზღებოდა“, - თქვა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, სერ ალექს ფერგიუსონს 2018 წელს თავის ტვინის სისხლჩაქცევა ჰქონდა და მძიმე ვითარებიდან გამოჯანმრთელებდა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112567