სხვა

3:41 | 7.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრიხმაირმა ზაალბახის დაშვება მოიგო

ავსტრიის ზაალბახში გამართული მამაკაცთა დაშვების რბოლა, ავსტრიელი ვინსენტ კრიხმაირის გამარჯვებით დასრულდა. მან 0.17 წამით აჯობა შვეიცარიელ ბიტ ფოიცს და 0.27 წამით - თანამემამულე მათიას მაიერს.

ეს კრიხმაირის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა ჩქაროსნულ დისციპლინებში. კორტინას მსოფლიო ჩემპიონატზე, დაშვებასა და სუპერ გიგანტში გაიმარჯვა, მანამდე კი გარმიშ-პარტენკირხენში სუპერ გიგანტი მოიგო. ავსტრიელი მოტხილამურისთვის ეს მსოფლიო თასზე მოპოვებული მეცხრე გამარჯვებაა, დაშვებაში მესამედ იყო ყველაზე სწრაფი.

პარასკევის შტორმისგან განსხვავებით, ზაალბახი შაბათს მოთხილამურეებს კარგი ამინდით და ოპტიმალური პირობებით შეხვდა. შტორმის გამო, პარასკევს მხოლოდ ცხრა მოთხილამურემ შეძლო სრიალი. შემდეგ კი რბოლა გადაიდო. პარასკევის შედეგების მიხედვით, საუკეთესო დრო იტალიელ დომინიკ პარისს ჰქონდა. საბოლოოდ კი ის მეოთხე ადგილს დასჯერდა.

მეხუთე დრო ჰქონდა შვეიცარიელ მარკო ოდერმატს, ვინც ამ შედეგით, აბსოლუტურ ჩათვლაში, ლიდერ ალექსის პინტუროსთან ჩამორჩენა 165 ქულამდე შეამცირა. ოდერმატს შანსი აქვს, კვირას კიდევ უფრო მიუახლოვდეს ლიდერს - ის სუპერ გიგანტის ერთ-ერთი ფავორიტია.

ოდრმტის კარგი გამოსვლების მიუხედავად, დაშვებაში ბროლის გლობუსის მოპოვების შანსი მას პრაქტიკულად არ აქვს. ამ დისციპლინაში პირველობისთვის ფოიცი და მაიერი იბრძვიან, რომელთა შორისაც საუკეთესო, შვეიცარიის ლენცერჰაიდეს ფინალში გამოვლინდება. ამჟამად ლიდერი ფოიცია, ვინც მეტოქეს 68 ქულას უგებს. და თუ ბოლო რბოლას მეშვიდე ადგილზე დაბლა არ დაასრულებს, ბროლის გლობუსიც მას დარჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112163