ფეხბურთი

23:46 | 6.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონმებოლმა მარტის შესარჩევი მატჩები გადადო

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CONMEBOL) ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მარტის შესარჩევი მატჩები გადადოს - გვამცნობს ორგანიზაციის პრესსამსახური.

წამყვანი ევროპული ლიგების რამდენიმე მწვრთნელმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებს ნაკრებებში არ გაუშვებს, რადგან მათ საზღვრების გადაკვეთისას კორონაპანდემიის გამო 10 დღიანი კარანტინი ელით და მნიშვნელოვანი მოთამაშეების ამ დროით დაკარგვა არ უნდათ.

ადრე საუბრობდნენ ვარიანტზე, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ამერიკის ჯგუფის შესარჩევი მატჩები ევროპის ერთ რომელიმე ქალაქში უნდა ჩაეტარებინათ.

თეგებიკონმებოლი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119767