ფეხბურთი

20:24 | 6.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლაციოსთან“ მატჩს რონალდუ სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს

„იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, სერია A-ს 26-ე ტურის მატჩს „ლაციოს“ წინააღმდეგ, სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს - გვამცნობს Sky Sport Italia.

მანამდე Football Italia წერდა, რომ კრიშტიანუმ მცირე დაზიანება მიიღო, 100 პროცენტით მზად არ არის და შეიძლება რომაელებთან შეხვედრა გამოტოვოს, რადგან „პორტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ გარისკვა არ უნდათ.

Sky Sport Italia კი ამტკიცებს, რომ არანაირი ტრავმა არ არსებობს. უბრალოდ პირლოს პორტუგალიელის ჩემპიონთა ლიგისთვის დასვენება უნდა.

0.122677