ძიუდო

14:41 | 6.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ისევ უმედლო დღე ტაშკენტის გრან სლემზე

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს გრან სლემი საქართველოსთვის წარუმატებლად მიმდინარეობს. ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ქართველ ძიუდოისტებს მედალი არ მოუპოვებიათ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრები ტაშკენტში გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობს.

დღეს, 73 კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანმა პირველ წრეში ყირგიზ ერტურ ტრუდუბაევს მოუგო, მაგრამ მეორე შეხვედრა ბელგიელ იეროენ კასესთან დათმო და უმედლოდ დარჩა. 81 კგ წონით კატეგორიაში გიორგი შერაზადიშვილმა პირველი შეხვედრაში მარცხი განიცადა ტაჯიკ ხაკნაზარ ნაზაროვთან. ქალთა შორის, 70 კგ წონით კატეგორიაში, მარიამ ჭანტურიამ პირველ წრეში მასპინძელი შოხისტა ნაზაროვას ბარიერი დაძლია, თუმცა შემდეგ იაპონელ ჩიზურუ არაისთან მარცხით ასპარეზობას გამოეთიშა.

ხვალ, შეჯიბრების ბოლო დღეს ტატამზე სოფიო სომხიშვილი (78 კგ), უშანგი მარგიანი (90 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ), გიორგი ჩიქოვანი (100კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) გავლენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126319