ფეხბურთი

12:56 | 6.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "მაინტერესებს, ლუკაკუ ძლიერი მცველების წინააღმდეგ როგორ ითამაშებს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკა. „ფანტანტონიო“ მიიჩნევს, რომ ბელგიელი ევროპის მასშტაბით გამორჩეული არ არის და სერია A-ში მისი მაღალ დონეზე თამაში დაბალი დონის ცენტრალურ მცველებთან პაექრობის შედეგია.

„იტალიაში მისი შეჩერება შეუძლებელია, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება, რადგან ის ძალიან ძლიერია და უკეთ მომზადებულია. მაგრამ, მინდა ვნახო ისეთი მცველების წინააღმდეგ, როგორებიც ვარანი, სერხიო რამოსი, მარკინიოსი არიან. ევროპა ლიგაზეც კარგად თამაშობდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი გაუჭირდა, რადგან მის წინაშე ცხოველები თამაშობდნენ. დიახ, „ინტერისთვის“ ფუნდამენტურია, მაგრამ ჩემი აზრით, ევროპის დონეზე ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი არ არის. სერია A შესანიშნავი ჩემპიონატი ლუკაკუსთვის, რადგან იტალიაში მაღალი დონის ცენტრალური მცველების დეფიციტია“, - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომელუ ლუკაკუს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 18 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება (2 გოლით). „ინტერი“ რომ სკუდეტოსთან საკმაოდ ახლოსაა, ამაში ბელგიელ ფორვარდს დიდი წვლილი მიუძღვის.

0.113294