ფეხბურთი

2:12 | 6.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა ქომაგებმა "ვალანსიენის" თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა „ვალანსიენის“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ჯაბა გულშემატკივრებმა გამოარჩიეს და როგორც ფრანგული გუნდის ვებგვერდი წერს, დიდი უპირატესობით იმარჯვა.

34 წლის ქართველმა თებერვალში „ვალანსიენის“ მაისური 7 მატჩში მოირგო, 6-ჯერ ლიგა 2-ში და ერთხელაც საფრანგეთის თასზე.

ნიშანდობლივია, რომ კანკავა ფრანგულ გუნდს იანვრის შუა რიცხვებში შეუერთდა და შესაბამისად, თებერვალი მისთვის ახალ კლუბში პირველი სრული თვე იყო. შესაბამისად, დიდი უპირატესობით გამარჯვება ამის ფონზე კიდევ უფრო გამოსარჩევია.

შეგახსენებთ, ჯაბა კანკავა „ვალანსიენს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. მისი გუნდი ლიგა 2-ში 36 ქულით მერვე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109958