ფეხბურთი

22:35 | 5.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო მოთამაშე ლიონელ მესი გახდა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევი ლიონელ მესი ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გასულ თვეს არგენტინელმა ლა ლიგაში შვიდი გოლი გაიტანა და ამჟამად 19 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. მესის გოლები "ბარსელონას" წარმატებაში დაეხმარა და თებერვალში "ბლაუგრანამ" შვიდი მატჩიდან ექვსი მოიგო და ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119844