ფეხბურთი

21:43 | 5.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედი" ფერნანდეშს ახალ კონტრაქტს  შესთავაზებს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ბრუნუ ფერნანდეშმა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმოს. როგორც The Sun-ი იუწყება, კლუბის ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი ულე გუნარ სულშერი ფეხბურთელის ასპარეზობით კმაყოფილები არიან და აპირებენ ფეხბურთელს გაორმაგებული ხელფასი, კვირაში 200,000 გირვანქა სტერლინგი შესთავაზონ.

ფერნანდეში "მანჩესტერ იუნაიტედს" 2020 წლის იანვარში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა 40 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კი ინგლისში გადასვლის შემდეგ თითქმის გაორმაგდა და 90 მილიონ ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134799