ფეხბურთი

19:27 | 5.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვასკესი შესაძლოა "მილანში" გადავიდეს

მადრიდის "რეალის" შემტევი ლუკას ვასკესი შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "მილანში" გადავიდეს. როგორც Cadena Cope იუწყება, ფეხბურთელი არ აპირებს "სამეფო კლუბთან" ხელშეკრულება გააფორმოს და ივნისში თავისუფალი აგენტი გახდება.

ასევე, MilanNews-ი იუწყება, რომ "როსონერი" შემტევ ნახევარმცველს ეძებს და ვასკესი იტალიელებისთვის კარგი კანდიდატურაა. მიმდინარე სეზონში ლუკასმა "რეალის" რიგებში 27 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110116