ფეხბურთი

16:02 | 5.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ზენიტის" მწვრთნელს "რუბინიდან" ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელია აშინებს

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მთავარმა მწვრთნელმა სერგეი სემაკმა ყაზანის „რუბინთან“ მატჩის წინ ისაუბრა და მომავალი მეტოქეც დაახასიათა. რუსმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ახლა „რუბინის“ მთავარი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა.

„რუბინი“ არის გუნდი, რომელიც კარგად, აგრესიულად თამაშობს. მათ ძალიან კარგად ეხერხებათ სწრაფი შეტევები. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე შეტევაში მთავარი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა. ის ძალიან კარგად გამოიყურება და მისგან ბევრი სიმწვავე მოდის“, - განაცხადა სემაკმა.

შეგახსენებთ, რომ „ზენიტისა“ და „რუბინის“ მატჩი 8 მარტს გაიმართება. მიმდინარე სეზონში ხვიჩას კვარაცხელიას ანგარიშზე 17 თამაშში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

0.151872